Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მდგომარეობაა იმერეთში და არსებობს თუ არა ქუთაისის ჩაკეტვის საფრთხე?

თარიღი : 11-09-2020, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია. ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებული აქტიურობისკენ იმ პირებს მოუწოდებენ, რომელთაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონთან ჰქონდათ შეხება.

ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 28 შემთხვევიდან ყველა შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის არიან ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის 21 თანამშრომელი, რესტორნების ქსელ “ვენდის”-სა და ქუთაისის მერიის ერთ-ერთ აააიპში დასაქმებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა და მათი დიდი ნაწილი მოძიებულია.

რაც შეეხება კითხვას, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო იგეგმება თუ არა ქუთაისის ჩაკეტვა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქალაქის ჩაკეტვას არ განიხილავენ.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ადგილზე კოვიდდადებითი 18 პაციენტი ჰყავთ. პაციენტები ძირითადად დასავლეთ საქართველოდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, რომელთა შორის 7 ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც დამაკმაყოფილებელია.


ნანახია: 549-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი