Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მედიას ანგარიში ჩააბარა

თარიღი : 2-04-2014, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში, ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა მედიას აღნიშნულ უბანში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
მეშველიანის თქმით, მისი მაჟორიტარობის პერიოდში აღნიშნულ დასახლებაში რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა.
„24 საათიანი წყალმომარაგება, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, საბიუჯეტო პროგრამა კორპუსის დასახლებაში ამოქმედება, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების გაუქმება, რამდენიმე ბინასთან ახალი ჭის თავების დამონტაჟება, ატრაქციონების მოწყობა, დამისამართება და ავტოქარხნის დასახლების 33 ქუჩად დაყოფა, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში ავტოქარხანაში განხორციელდა,“– აცხადებს მეშველიანი.

მერაბ მეშველიანმა ავტოქარხნის უბანში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სულ მალე საკანალიზაციო ქსელიც მოწესრიგდება.

ცნობისთვის მერაბ მეშველიანი ქუთისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით მოხვდა. მან აღნიშნული პარტია საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ დატოვა, ის რამდენიმე თვე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, შემდეგ კი „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდა. რამდენიმე თვიანი „პატრიოტობის“ შემდეგ კი მან აღნიშნული პარტიაც დატოვა და პოლიტიკურად დამოუკიდებელ ფრაქცია „ჩემ ქუთაისში“ გაწევრიანდა.
მერაბ მეშველიანის თქმით, მომდევნო ადგილობრივ არჩევნებზე ის ქუთაისის საკრებულოში არცერთი პოლიტიკურ პარტიით შესვლას აღარ გეგმავს.


ნანახია: 1571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მგზავრთა უფასოდ გადაადგილება მაჟორიტარმა-დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ დააფინანსა.
მეშველიანის თქმით, საჭიროა საკონკურსო-საატესტაციო კომისია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს.
როგორც დეპუტატებმა, მერაბ მეშველიანმა, ირინა ივანეიშვილმა, გიორგი შავგულიძემ, ლევან კირკიტაძემ და სერგო ლექვინაძემ დღევანდელ
გია გოქაძის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეპუტატები: მერაბ მეშველიანი, ირინა ივანეიშვილი და ლევან
პატრიოტების მერობის კანდიდატის ალექსანდრე კეზევაძის თქმით, კობეშავიძეზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა.
[online][/online]
[offline][/offline]
: Carolina , Гости | 11.06.14 | 
This is way better than a brick & mortar esmstliahtenb.

ამინდი