Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლელი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მამა სიმსივნით გარდაეცვალა, თავადაც სიმსივნეს ებრძვის

თარიღი : 11-09-2020, 08:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ბარდუბნის მკვიდრი ახალგაზრდა გოგონა სიმსივნეს ებრძვის.

მარიამ ბარდაველიძეს, რომლის მამაც რამდენიმე თვის წინ სიმსივნით გარდაიცვალა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. რამაზ ბარდაველიძე ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს მარიამ ბარდაველიძეს დაუდგინეს მწვავე მელიოიდური ლეიკემია ბლასტების სიმწიფით. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ბოლო ორ დღეში სწრაფად განვითარდა მოვლენები საჭირო გახდა რეანიმაციაში გადაყვანა ორივე ფილტვის მწვავე ანთების გამო. დღეს დილით იმის გამო რომ ორგანიზმი ვერ მოერია არსებულ სიტუაციას და საჭირო გახდა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანა. ამ ეტაპზე მთავარია რაც შეიძლება მალე დაძლიოს ეს მდგომარეობა და დაიწყოს მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც რა თქმა უნდა, დიდ თანხებს უკავშირდება. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ამ ბავშვმა სიმსივნესთან ბრძოლაში მამა დაკარგა და ოჯახს საჭირო სახსრები აღარ აქვს,”-ნათქვამია განცხადებაში.

მარიამის დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

ლიბერთი ბანკი: GE79LB0711101634410440
აზა მემანიშვილი (დედა);

საქართველოს ბანკი:GE55BG0000000900551700
ვეფხია ბარდაველიძე (ძმა);

TBC ბანკი: GE64TB7337945061100102
ვეფხია ბარდაველიძე


ნანახია: 774-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გვანცა დაშნიანი უკვე ერთი წელია ებრძვის დაავადებას, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დაადგინეს.
დედაქალაქში სამსახურის გამო ჩასული ახალგაზრდა რამდენიმე თვის წინ ნასვამი ადამიანების ჯგუფმა სცემა და ქუჩაში მიატოვა.
რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფისთვის მედიკამენტების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამინდი