Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც დილიდან მოქალაქეთა უფასო პისიარ კვლევა მოხდება

თარიღი : 10-09-2020, 20:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც დილიდან მოქალაქეთა უფასო პისიარ კვლევა მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს,
სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან სკოლის ის თანამრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა კვლევამ ვირუსის არსებობა არ აჩვენა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან “ვენდისის” თანამშრომლები, ხოლო ობიექტი დაკეტილია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ამგვარ სცენარს ელოდებოდნენ.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ტოპნიუსს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, თითოეული კარავი 12 ადამიანზეა

ამინდი