Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა იცოდეთ, თუ 'თეგეტა მოტორსში' ვიზიტს გადაწყვეტთ

თარიღი : 26-08-2020, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ბუბუტეიშვილი ამავე ქსელის მომხმარებლებს იმ სქემას უხსნის, რომლითაც "თეგეტა მოტორსი" მძღოლებს ემსახურება.

"მე მოვიყვებით ამბავს "თეგეტა მოტორსზე":

დილის 10 საათზე მიდიხარ "თეგატა"-ში-გინდა გამოცვალო ზეთი-ხუნდები და ჰაერის ფილტრი და რა ხდება ამ დროს .....
1) შლაგბაუმთან გხვდება მკითხავი ( ანუ გეკითხება რაზე ხარ)
2) შლაგბაუმს აღებს გამღები
3) გაცდები შლაგბაუმს და გხვდება სხვა მკითხავი (ესეც ტრადიციულად გეკითხება რისთვის ხართ მისული)
4) მერე მეორე შლაგბაუმს გიღებს სხვა გამღები და როგორც იქნა, მივადექი შესასვლელს
5) მოდის სხვა თანამშრომელი და გეკითხება: რა გინდა აქ, რატომ ხარო და რომ ეტყვი, მერე გადაგამისამართებს პარკინგზე და გართმევს ტელეფონის ნომერს
6) პარკინგზე ლოდინის დროს მოდის სმს, რომ რიგში ხართ პირველი
7) მოდის სხვა თანამშრომელი, მთქმელი და მეუბნება რომ შევიდე შენობაში
8) შენობის შესვლის მერე გხვდება დაცვის თანამშრომელი პირბადის გარეშე და მთხოვს პირბადის გაკეთებას
9) როგორც იქნა მივადექი იმ ნომერ "ბოქს"-ს, რომელიც სმს-ში იყო მითითებული
10) მოდის ხელოსანი და მეკითხება რა მინდა
11) მიშვებენ ოთახ ნომერ 1-ში, სადაც ვეუბნები რა მინდა და მაძლევენ რაღაც ფურცელს და მიშვებენ ოთახ ნომერ 2-ში
12) ოთახ ნომერ 2-ში აძლევ იმ ფურცელს, რომელიც ოთახ ნომერ 1-ში მომცეს და უკან მიბრუნებენ სხვა ფურცელს
13) მიგაქვს ეს ფურცელი ოთახ ნომერ 2-ში მჯდომ იმ ადამიანთან, ვინც გვერდით უზის იმას, ვინც ეს ფურცელი მომცა ( ანუ გვერდით მჯდომთან გამატანა)
14) ის მაძლევს ხუნდებს და ზეთს და მიმაქვს ხელოსანთან
15) ხელოსანი ცვლის ზეთს და მიშვებს სხვა ბოქსში, სადაც რიგში ვარ მე-3
16) დადგა ჩემი რიგი და ვიწყებთ ხუნდების შეცვლის პროცედურას და ხელოსანი მიშვებს იმ ნატანჯი ფურცლით, რომელიც უკვე 3 საათია ჩემი ცოდვით იტანჯება ოთახ ნომერ 3-ში
17) ოთახ ნომერ 3-ში მართმევენ ფურცელს, კუჭავენ და მაძლევენ ახალს და თან მიშვებენ საწყობში
18) საწყობში 20 წუთის ლოდინის მერე მაძლევენ ხუნდებს
19) მიმაქვს ხელოსანთან და როგორც იქნა შეცვალეს ხუნდებიც
20) გადახდის დრო დადგა და კითხულობ: სად უნდა გადაიხადო-მიშვებენ სალაროში
21) სალაროში მეუბნებიან, რომ ოთახ ნომერ 1-ში 2-ში სა 3-შიც უნდა მივიდე
22) ამ ოთახების მოვლის შემდეგ ისევ ის ფურცელი, რომელიც მთელი დღეა ჩემთან ერთად არის და მივეჩვიე, გამომართვეს სალაროში და შევძელი გადახდა
23) გასასვლელში მხვდება დაცვის თანამშრომელი მკითხავის ფუნქციის შეთავსებით და მეკითხება: რა გაუკეთე მანქანას-მთხოვს გადახდის ქვითარს და მიღებს შლაგბაუმს
24) შლაგბაუმს გაცდები და გხვდება დრაკონი და თუ ამ დრაკონს მოკლავ, გამოდიხარ, გაჩერებს პატრული და გეკითხება: რატომ გაქვს ასეთი დაღლილი სახე, შემთხვევით "კაიფში" ხომ არ ხარ
25) უყვები "თეგეტა"-ს ისტორიას და გადაყავხარ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რათა დაადგინონ გავგიჟდი თუ მართალს ვყვები
26) ექსპერტი ამოწმებს დრაკონთან ბრძოლის კვალს და 10 სამუშაო დღეში გეუბნება პასუხს
27) 10 საათიდან 3:45 წუთამდე ვიყავი თეგეტაში და სახლში მოსულს მომივიდა სარეკლამო სმს თეგეტასგან,"-წერს ბუბუტეიშვილი.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნომერ პირველი ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ხონელიძემ გააკეთა.
ზურაბ ფერაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ბესო მაქაცარია ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას 7 თვის განმავლობაში იკავებდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 სკოლას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. სკოლების რეაბილიტაციის პროექტის
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ზურაბ ზამბახიძესთან ერთად ქალაქში

ამინდი