‘ქუთაისს არადროს ჰყოლია რეალური წარმომადგენელი პარლამენტში’,-ალეკო ელისაშვილის პარტია ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს. წარდგენა 18:00 საათზე, მონპლეზირის თაღთან გაიმართება.
ქუთაისის მერობისთვის იოსებ კენჭაძე იბრძოლებს. კენჭაძე ქუთაისელია. ამ დრომდე იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა.
“ქუთაისს არადროს ჰყოლია რეალური წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც იქნებოდა ქუთაისის და იმერეთის ხმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
თვითმმართველობების გაძლიერება, მეტი დამოუკიდებლობა და რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურება -ეს ის საკითხებია, რამაც მიბიძგა გადამედგა ნაბიჯი პოლიტიკაში შესასვლელად. ჩემი კერძო სამართლებრივი ურთიერთობით არაერთი ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საინვესტიციო შესაძლებლობა ჩამომიტანია საქართველოში.
სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს გადაწყვეტილებისუნარიანი თვითმმართველობები, არ არსებობს მყარი ნება დასავლეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების გაბმის, არ არსებობს გრძელვადიანი განვითარების გეგმა.
მინდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად ვიმუშავო დეცენტრალიზაციის საკითხებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხებზე, ასევე მინდა ჩემი საერთაშორისო საინვესტიციო გარიგებების გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის ეკონომიკურ ბმას დასავლეთთან, რისთვისაც თავის მხრივ აუცილებელია პირველ ნაბიჯებად განათლების სისტემის დეპოლიტიზირება და სამეწარმეო/ სამეურნეო პოტენციალის გაზრდა საქართველოში,”-აცხადებს იოსებ კენჭაძე.