Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხალხნო, ძალიან ფრთხილად იყავით,’-რას ჰყვება მოქალაქე, რომელსაც ხის სახლი ხარვეზებით აუშენეს

თარიღი : 24-08-2020, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
მოქალაქე თამარ ჯაფარიძე საზოგადოებას თავის ისტორიას უყვება. მოქალაქის თქმით, მის შემთხვევას მხოლოდ იმიტომ ასაჯაროვებს, რომ არ სურს სხვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

„მეორე დღეა მართლა სასოწარკვეთილი ვარ და არ მინდა სხვაც ამ დღეში ჩავარდეს.
https://i.postimg.cc/XN1m1WXJ/saxliii.jpg
მოკლედ ბევრი რომ არ გავწელო, 2019 წლის ოქტომბერში ხის სახლის აშენება, თავისი კანალიზაციის ჭის მოწყობიანად შევუკვეთეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კომპანიას Kokhi.ge - ქოხი.ჯი Kohi.ge Kotte.ge 2020 წლის აპრილში გადავედით საცხოვრებლად. აპრილამდე კომპანიას მშენებლობა არ გაუწელია, მარტის დასაწყისში დაამთავრეს). რაც დარჩა გასაკეთებელი, იმას მეორე ჯგუფი გააკეთებსო და წავიდნენ. ლამაზია შორიდან ( კარგ აშენებულს მართლა ვერ დაიწუნებ), მაგრამ იმდენი ხარვეზი გამოჩნდა, რომ უკვე გაბრაზება დავიწყე. დავეკონტაქტეთ, ჩამოვალთო და ადგილზე გადავწყვიტოთო. მართლაც, ჩამოვიდა 2 წარმომადგენელი- (ერთი კომპანიის მეწილე, მეორე კანალიზაციის ჭების ხელოსანი). დაათვალიერეს, სურათები გადაუღეს, გაბრაზდნენ: როგორ შეგვარცხვინესო და სასწრაფოდ ხარვეზების გამოსწორებას შეგვპირდნენ ( არ დამავიწყდეს, კანალიზაციის სუნი გვახრჩობდა, ბევრი სატელეფონო კონსულტაციის მერე, ადგილზე გადაწყდა, რომ თურმე ტანსაცმლის სარეცხი მანქანის ბრალია, რაც თავიდანვე უნდა ეთქვათ, ესეც რომ ყოფილიყო. მაგრამ არ არის ეს მიზეზი, კანალიზაციას საჰაერო არ გაუკეთეს, დაავიწყდათ და გვირჩიეს: სადმე კედელი გახვრიტეთ და მილი ჩადეთო) ფანჯრები, კარები, სახურავმა წყალი გაატარა, ფასადი გაშავდა, აწვიმს, იატაკი ჭრიალებს... გუშინდელ ზარზე გვიპასუხეს: კომპანიონებმა ვიჩხუბეთ, სასამართლოშია საქმე და ჩვენ პრობლემას ერთმანეთს აბრალებენ, ფული იმან შეჭამა და არა მეო. FB საიტზე დამბლოკეს, რევიუ არ მოეწონათ. ხალხნო, ძალიან ფრთხილად იყავით, ვისაც რამე კითხვა ექნება, მომწერეთ, ფოტოებით გიპასუხებთ. მშენებლობის მართლა არ იციან არაფერი და პასუხისმგებლობის გრძნობა ნული!,“-ამბობს თამარ ჯაფარიძე.


ნანახია: 891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
კორპუსისთვის პრობლემას კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენს.
ქუთაისში, პეტრიწის მეორე შესახვევში მცხოვრებლები პრობლემების ნაკლებობას არ უჩივიან.
ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე მაცხოვრებლები წლებია კანალიზაციის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ამინდი