Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა რაოდენობის ძროხა, ღორი, ცხვარი და ფრინველი აღირიცხება საქართველოში

თარიღი : 20-08-2020, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 %-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ჯამში 1.0 მილიონი სული იყო რეგისტრირებული , 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 977 000 ერთეული.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 %-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის წლის II კვარტალის ბოლოსათვის 984.2 ათასი სული შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,1 მლნ ერთეული.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 202 ათასი ერთეული იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9-ით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია. გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს რიცხვი 10,6 მლნ იყო.


ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
2014 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-11%), აზერბაიჯანიდან (+7%), სომხეთიდან (+4%), რუსეთიდან (+2%) და

ამინდი