Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გააკეთა ხარაგაულის ხელისუფლებამ სოფელ ხიდარის მოსახლეობისათვის?

თარიღი : 14-08-2020, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
რუბრიკის “რა გაკეთდა” ფარგლებში, ხარაგაულის მერია მოსახლეობას სოფელ ხიდარში განხორციელებულ პროექტებს აცნობს.

სოფელი ხიდარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სოფელია.

აქ მოსახლეობის რაოდენობა 800 ადამიანს აჭარბებს. სოფელი დაბის ადმინისტრაციული ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული.

“სოფელში აშენდა საბავშვო ბაღის ახალი შენობა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი;

მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზის 5კმ.-იანი მონაკვეთი; ამავე წელს სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა ახალი სარიტუალო სახლი;

ბეტონის საფარი დაიგო სოფლის სასაფლაომდე და სკოლამდე მისასვლელ გზაზე;

აშენდა და კეთილმოეწყო დაწყებითი განათლების, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, საჯარო სკოლის ახალი შენობა.

მასხარაშვილების უბანში, მდინარე ბორიმელაზე მოეწყო ახალი საავტომობილო ხიდი.

სოფლის ცენტრალურ გზაზე ეკლესიასთან აშენდა ნაპირსმაგრი გაბიონები.

სოფელში შესასვლელ მთავარ ხიდზე მოხდა ბურჯების გამოცვლა.

კეთილმოეწყო სოფლის სარიტუალო სახლი, ასევე, მოხდა შენობის ინვენტარით უზრუნველყოფა.

გარემონტდა სოფლის ამბულატორია.

ხიდრის საჯარო სკოლაში აშენდა ახალი, ადაპტირებული საპირფარეშო.

მოსახლეობამ მოთხოვნების მიხედვით მიიღო წყლის მილები, რითაც არაერთ ოჯახს გადაეჭრა სასმელი წყლის პრობლემა.

გაგოშიძეების უბნის წყალმომარაგებისთვის მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა.

წყლის პრობლემა მოიხსნა მთაში, სადაც მოსახლეობას საძოვრები აქვს და იქ სეზონურად გარკვეული დროის გატარება უწევს.

მიმდინარე წელს დასრულდა სოფელში შარიქაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;

მიმდინარეობს ე.წ. „ჯორტების“ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.

მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.

სოფელში ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა „დანერგე მომავალი“-ს პროგრამით. ახალგაზრდები კენკროვანი კულტურის გაშენებას იწყებენ.

სოფელ ხიდარში ძირითადად სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას მისდევენ.

ხიდრის მთებში დამზადებული სულგუნი ცნობილია, არამარტო ხარაგაულში, არამედ მთელ საქართველოში,”-ნათქვამია მერიის ანგარიშში.


ნანახია: 373-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი