Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისი დაემატა

თარიღი : 31-03-2014, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვილნიუსის მიმართულებით ახალი რეისი დაემატა. ვილნიუსიდან ჩამოსული პირველი მგზავრები დღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, აეროპორტის ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მიიღეს.
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუციშვილის განცხადებით, აეროპორტისათვის ახალი მიმართულებების დამატება აეროპორტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია.
მინისტრის მოადგილე ქუთაისის აეროპორტის განვითარებისათვის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის აეროპორტში ფრენები კიევიდან, ხარკოვიდან, ვარშავიდან, მოსკოვიდან, მინსკიდან და თელ-ავივიდან ხორცილდება, ხოლო მაისიდან ბუდაპეშტი დაემატება.
„გარდა ამისა, 70 ადამიანიდან 157 ადამიანამდე გაიზარდა აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა. აეროპორტს დაემატა სამი კვების ობიექტი, ავტომატური ავტოსადგური. 2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტის გახსნა ნაჩქარევად მოხდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყო აეროპორტის განვითარებისათვის,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ნანახია: 2024-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთი ახალი მიმართულება დაემატა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ავიამიმართულება დაემატა.
რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

ამინდი