Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მთავრობა ქილიკით უყურებს ქუთაისის აეროპორტის განვითარებას"

თარიღი : 31-03-2014, 11:03 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. უმცირესობის წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გია თევდორაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით აეროპორტში ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატები ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით ახალი რეისის დამატებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული მათ მიერ წამოწყებული პროექტის შედეგია.
„ინერციითვ მზარდი ფრენები მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ გეგმისა, რომლის ხორცშესასხმელად პოლიტიკურ ტერორზე გადმოსული მთავრობა არაფერს აკეთებს. მგზავრთა რაოდენობითა და ბილეთის სიიაფით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია „რაინეართან“ ქუთაისიდან ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებული იყო. 2013 წლის მაისიდან ამ ავიაკომპანიას უნდა გაეხსნა ოთხი ევროპული მიმართულება საშუალო სტატისტიკური ფასით 50 ევრო. ამ პროექტის ამოქმედებას მთავრობა კვლავაც ქილიკით უყურებს, არ აწარმოებს „რაინეართან“ თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა პირდაპირ აისახებოდა ძალიან ბევრი მოქალაქის კეთილდღეობაზე,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა.


ნანახია: 1788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ვიზეარის“ მიერ რამდენიმე ახალი რეისის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა სპეციალური
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, მგზავრთნაკადი 20%-ით
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგი სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამინდი