Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აგვისტოს ომის გმირი ზესტაფონიდან-‘დაჭრილი მეგობრების გადასარჩენად ბრძოლის ველზე შებრუნდა’

თარიღი : 8-08-2020, 14:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
8 აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს ზესტაფონში და საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნს პატივი მიაგეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბა შორაპანში, აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან მივიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ზაზა ფერაძის მემორიალი.

სასულიერო პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღონისძიებას ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

“ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი, ზაზა ფერაძე დაბა შორაპანში დაიბადა. მან საკუთარი სიცოცხლე, საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას შესწირა. დაჭრილი მეომრების დასახმარებლად, ისე შებრუნდა ბრძოლის ველზე, რომ საკუთარ თავზე არც უფიქრია, სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო. ნათელი მის ხსოვნას,”- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს, დაბა შორაპანში დაიბადა. 2002 წლის ივლისში ჩაირიცხა კომანდოს ბატალიონში. 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში იყო ჩართული. 2004 – 2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.

2008 წლის ივლისში, მე- 4 ბრიგადის, 42 - ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად დაინიშნა და ამავე ქვედანაყოფთან ერთად, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა. სნაიპერის ტყვიამ, ქართველი სამხედრო მოსამსახურე მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლის გადასარჩენად მიბრუნდა.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით, 2015 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მისი სახელი მიენიჭა.


ნანახია: 99-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.

ამინდი