Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში, აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს 500-500 ლარი ჩაერიცხათ

თარიღი : 8-08-2020, 14:55 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ვანში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 5 ვანელი ჯარისკაცი: ილია გაბუნია, დავით დვალიშვილი, მიშიკო დვალიშვილი, შოთა ხურციძე და შალვა ტრაპაიძე გმირულად დაიღუპა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან, ვანი-ხონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის ბიურის წარმომადგენელთან და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ერთად, ომში დაღუპულთა საფლავებზე მივიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ერთჯერადი დახმარების სახით ბიუჯეტიდან 500-500 ლარი ჩაერიცხათ.


ნანახია: 112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
გამგებელი ქალაქის ცენტრალურ სკვერში მივიდა, სადაც ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
იმერეთიდან ომს 34 მებრძოლი ემსხვერპლა.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.

ამინდი