Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე 6 მილიონი დაიხარჯება

თარიღი : 6-08-2020, 09:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რუსთაველი-გამსახურდიას ქუჩების საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისათვის 6 მილიონი ლარი იხარჯება.

ტყიბულის მერიის ცნობით, გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთს კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, რაც აისახა გზის არსებულ მდგომარეობაზე.

“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის თვის ჩათვლით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს. სრულად შეიცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიურები, მთელ პერიმეტრზე კეთილმოეწყობა ტროტუარები, საყრდენი კედლები. მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და მოეწყობა თანამედროვე ტიპის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 86-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.
სოფელ მარელისში 3,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

ამინდი