Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე, ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას გადაადგილებაში მერია დაეხმარება

თარიღი : 5-08-2020, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე სოფლის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის პროექტები იყო. მერის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლებისგან მოისმინა როგორი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და თუ ამის საჭიროება დადგება, გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ზესტაფონი-ხაშურის სამგზავრო მატარებლის საკითხი. მას მოძრაობა ივლისის ბოლოს უნდა დაეწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გასცა საუბნო მატარებლის აღდგენის რეკომენდაცია. მერია კვლავ გააგრძელებს საწვავის გამოყოფას, რათა ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობამ შეძლოს გადაადგილება უახლოეს ქალაქებამდე.


ნანახია: 120-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი