Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შემოდგომაზე წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება

თარიღი : 1-08-2020, 19:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის შემოდგომაზე წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნება.

წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში, ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 780 კვადრატული მეტრია. ტენდერი წყალტუბოს ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა. წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ქარელსა და გარდაბანში.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა უძველეს ქართულ ტრადიციას ეხმიანება.
თბილოსისა და ბათუმის შემდეგ 'ჯასთ კაფე' ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება.

ამინდი