Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ისეთი საშინელი ამინდი იყო, გარეთ გასვლა შეგვეშინდა,’-სტიქია ლენტეხში

თარიღი : 27-07-2020, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლენტეხის სოფელ ხოფურის მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია სოფელში არ ახსოვთ. დღეს, გამთენიისას, ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ლენტეხში, ხოფურის გარდა, კიდევ 5 სოფელი დააზარალა.

“დღეს, გამთენიისას 4-5 საათი იქნებოდა, როდესაც უცებ დაიწყო საშინელმა წვიმამ და ქარმა. ისეთი საშინელი ამინდი იყო, გარეთ გასვლა შეგვეშინდა. 70 წლის ქალი ვარ და მსგავსი არ მახსოვს. ვენახი განადგურებულია, ნიგვზის ხეები მოთხრილია ჩემს ეზოში, გზები არ არის, ელექტროენერგია არ გვაქვს,”-ამბობს თამარ მუსელიანი.

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლაზე სპეციალური კომისია მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.


ნანახია: 70-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონი დააზარალა.
როგორც topnews.com.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ქარმა ათწლოვანი ალვის ხეები წააქცია.
სოფელ წითელხევში მცხოვრები ამირან ლილუაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, გუშინ კი, წვიმას ძლიერი