Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის ბაზარი მუშაობას რეგულაციების დაცვით აგრძელებს

თარიღი : 27-07-2020, 10:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის აგრარული ბაზარი მუშაობას რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებს.

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სავაჭრო ცენტრში არსებული ვითარება მერიის შესაბამისმა სამსახურებმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ერთობლივად დაათვალიერეს და მოვაჭრეებს და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი თამაზ ექიზაშვილი განმარტავს, აგრარული ბაზარი სრულად იცავს მთავრობის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.

“მოვაჭრეებს ყოველ დილით უტარდებათ თერმოსკრინინგი, სავალდებულოა პირბადეების ტარება, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე მყიდველებისთვის. დაცულია შესაბამისი დისტანცია და ასევე აგრარულ ბაზარში შემსვლელ მანქანებს უტარდებათ დეზინფექცია,”-ამბობს თამაზ ექიზაშვილი.


ნანახია: 54-ჯერ

მსგავსი სიახლეები