Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰპირდება იმერეთის კრივის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი?

თარიღი : 26-07-2020, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე უხელმძღვანელებს.

გვენეტაძე კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია, ასპარეზობდა პროფესიონალურ რინგზე, ასევე კრივის სკოლაში ერთ–ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა.

იმერეთის კრივის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს რესტორან ,,რივერსაიდში" ჩატარდა. ირაკლი გვენეტაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

არჩევნებს საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, გენერალური მდივანი მარიამ დუნდუა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე დაესწრნენ.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობდნენ რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, იმერეთის ყველა რაიონის კრივის სპორტული სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, მოადგილეები, დამსახურებული მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები.

იმერეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად აირჩიეს ორი ვიცე-პრეზიდენტი: ყოფილი მოკრივეები: შალვა ჯანელიძე და ირაკლი ქამუშაძე.

საქართველოს კრივის ფედერაციისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ირაკლი გვენეტაძეს კრივის განვითარების საქმეში თანადგომა გამოუცხადეს და მას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვეს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის თქმით, სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის კრივის სპორტულ სკოლას და შემოდგომაზე მოკრივეები განახლებულ დარბაზებში ივარჯიშებენ. გარდა ამისა, სპორტსკოლის ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ,,სპორტული პროფილით" იმუშავებს და შეკრებებზე მყოფ სპორტსმენებს მოემსახურება.

“მადლობა საქართველოს კრივის ფედერაციას და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებს, რომლებმაც იმერეთის კრივის ფედერაციის პოსტზე ერთობლივი ნდობა გამომიცხადეს. აღნიშნულ პოსტზე 4 წლის ვადით ამირჩიეს. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, უამრავი საქმე არის გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ბევრ რამეს გავაკეთებ. იმერეთის რეგიონს სპორტის ამ სახეობაში უდიდესი პოტენციალი აქვს, რაზეც გასულ წელს თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიც მეტყველებს, სადაც ჩვენი რეგიონიდან ბიჭებმა სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მოგეხსენებათ, ოლიმპიური წელიწადია, ჩასატარებელია სალიცენზიო ტურნირი დიდებში, რისთვისაც ემზადებიან ქუთაისელი გიორგი ხარაბაძე და საჩხერელი გიორგი ჭიღლაძე, იმედი გვაქვს რომ ეს ბიჭები ოლიმპიადის ლიცენზიას მოიპოვებენ და იმერეთის რეგიონსა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ასახელებენ.

ჩვენი პრიორიტეტი რეგიონებში არსებული სკოლების განვითარებაა. ამ საქმეში საქართველოს კრივის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გვერდით დგომის იმედი გვაქვს. არის ისეთი ქალაქები (სამტრედია, ვანი, ხონი), სადაც არ არის კრივის ჯგუფები, მაგრამ ფედერაციის ხელშეწყობით დაწყებულია მუშაობა და ამ რაიონებშიც აუცილებლად გაიხსნება კრივის სექციები, რათა ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი რეგიონი გვყავდეს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მომზადებული კადრები მივაწოდოთ როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს,”-ამბობს ირაკლი გვენეტაძე.


ნანახია: 62-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ სპორტული გაერთინების ხელმძღვანელმა, კრივის და ფარიკაობის დარბაზები დაათვალიერეს.
სავარჯიშო სივრცეებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო გასახდელი, საუნა და საშხაპეები.
ეროვნულ ჩემპიონატზე ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N18–ე კრივის სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა 3 ოქროს, 3