Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელში ახალი გზით 1500-მდე ადამიანი ისარგებლებს

თარიღი : 20-07-2020, 20:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მარტოთუბანში. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 658 ლარია. რეაბილიტაციას გზის 2 კმ - მდე მონაკვეთი ექვემდებარება, სადაც ბეტონის საფარი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე.

სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენაზე შპს „ალპედე“ მუშაობს. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, მარტივად შეძლებს, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე სოფლის სხვა უბნებთან დაკავშირებას.

“სოფელ მარტოთუბნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, უმნიშვნელოვანესი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში, სასოფლო გზით 400 - მეტი ოჯახი სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე, ორ სოფელს, მარტოთუბანს და დილიკაურს აკავშირებს ერთმანეთთან. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებს გადაადგილებას“, -აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 43-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი