Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სამი პაციენტი რჩება

თარიღი : 18-07-2020, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან „კოვიდ-19“ დაამარცხა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს.

„კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი, ჯამში უკვე 49 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 3 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოიფილებელია“, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ნანახია: 80-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი