Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი: დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს

თარიღი : 16-07-2020, 20:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება.

როგორც ზვიად შალამბერიძემ "მაესტრო რეგიონების" ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა განათლება უფასოდ მიიღოს.

"დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმუშავებენ იმ სანატორიუმებსა და სასტუმროებში, რომლიც რეაბილიტაციას წყალტუბოში განხორციელდება.

კოლეჯი ფუნქციონირებას დაახლოებით მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი განათლება უფასოდ მიიღოს.

ჩვენ ვფიქრობთ რეგიონებში სხვადასხვა ადგილზე კოლეჯების ამოქმედებას. უკვე ვიწყებთ სამტრედიაში, დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 5 600 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც პროფილით იქნება აგრარული. ზესტაფონში ფუნქციონირებს კოლეჯი, რომელიც მშენებლების პროფილით ამზადებს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კოლეჯებში განათლების მიღება არა მხოლოდ ამ რაიონების მოქალაქეებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ყველა კოლეჯში სტუდენტების საცხოვრებლად შესაბამისი ოთახები იქნება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


ნანახია: 78-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოლეჯი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც კერძო და სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა. კოლეჯი წლის განმავლობაში სამშენებლო
საერთო საცხოვრებელში ამ დროისათვის არსებულ ვითარებას და დაგეგმილ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერის მინისტრის პირველი მოადგილე
საზოგადოებრივ კოლეჯ 'ელიტი'-ს 92 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადაეცათ.

ამინდი