Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეყნები, საიდანაც საქართველოს კარტოფილი შემოაქვს

თარიღი : 14-07-2020, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მსოფლიოში კარტოფილზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. კერძოდ, ანალიტიკური სააგენტოს IndexBox ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობამ 140,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამავე დოუკუმენტის მიხედვით, მომდევნო ათწლეულებში კარტოფილის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. ზრდის დინამიკა კი ერთ წელში +1,6% იქნება. შედეგად, 2030 წლისთვის გლობალურ ბაზარზე კარტოფილის საერთო მოცულობა 441 მლნ ტონამდე გაიზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, იპორტირებული პროდუქტის მოცულობა აქაც გაიზარდა. კერძოდ, წელს 5 თვეში იმაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან მთლიან წელს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში კარტოფილის იმპორტის მოცულობამ 13,145 ტონა (3,112 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო, 2019 წელის მთლიანმა მაჩვენებელმა - 12 601 ტონა (2,439 მლნ დოლარი).

ამასთან, გასულ წელს იმპორტი განხორციელდა 12 ქვეყნიდან. რომელთა შორის, ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქტი საქართველომ შემდეგი სახელმწიფოებისგან შეიძინა:

აზერბაიჯანი - 744,5 ათასი დოლარი (2,821 ტონა)

თურქეთი - 383,8 ათასი დოლარი (3, 128 ტონა)

ნიდერლანდები - 277,3 ათასი დოლარი (311 ტონა)

გერმანია 264,7 ათასი დოლარი (334 ტონა)

იანი - 205,5 ათასი დოლარი (1 900 ტონა).

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 2019 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 977,1 ათასი დოლარის (3,936 ტონა) კარტოფილი გაიტანა. ამასთან, ექსპორტი განხორციელდა 9 ქვეყანაში, მათ შორის: აზერბაიჯანში, თურქმენეთში, რუსეთში, მოლდოვაში და ა.შ.

ცნობისთვის, ანალიტიკური სააგენტოს IndexBox ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კარტოფილის ყველაზე დიდი მომხმარებლები იყვნენ: ჩინეთი (93 მლნ ტონა), ინდოეთი ( 51 მლნ ტონა) და უკრაინა (23 მლნ ტონა), რომელთა საერთო მოხმარების წილმა, პროდუქტის მთელ მოცულობაში 45% შეადგინა.


ნანახია: 80-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ექსპორტის 58% მოდის.

ამინდი