Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდა: სპორტით დაკავება ნიშნავს ტონუსში ყოფნას

თარიღი : 30-03-2014, 13:16 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტით დაკავება ნიშნავს ტონუსში ყოფნას. თუ სპორტით ხარ დაკავებული, ეს მოქმედებს როგორც შენს სამუშაო განწყობაზე, ისე სწავლაზე და ხარ მოტივირებული,“ - ამბობს ქუთისელი ახლაგაზრდა ლელა კორძაძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
23 წლის ლელა კორძაძე უცხო ენების სპეციალისტია. ამ ეტაპზე მოსწავლეები ჰყავს და პარალელურ რეჟიმში, მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. ამბობს, რომ ამჯერად ჟურნალისტიკაში სურს ძალების მოსინჯვა. ქუთაისელი ახალგაზრდა უპირატესობას ცხოვრების აქტიურ წესს ანიჭებს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სალექციო კურსის გარდა, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ტრენინგ-სემინარში. წერდა უნივერსიტეტის გაზეთში.
კორძაძეების ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგვარი ტრადიცია არსებობს. ლელა კორძაძე ამბობს, რომ სპორტით სამოყვარულო დონეზე არის დაკავებული და ძირითადად დარბის. რაც შეეხება ლელას დას, ის ცურვითაა დაკავებული.
„ამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში უფრო გააქტიურდა ფეხბურთი და კალათბურთი. მე კალათბურთს უფრო ვგულშემატკივრობ.გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს კალათბურთს. ზაფხულის სეზონის მოახლოებისას კიდევ უფრო იგრძნობა ახალგაზრდების გააქტიურება. ველოგზა რომ გაკეთდა კარგი იყო. ჩემს დას ჰყავს ველოსიპედი და ზაფხულობით გართობის მიზნთ დავდივარ ხოლმე. ცუდია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა სიგარეტს ეწევა, არ აქცევს ყურადღებას ცხოვრების ჯანსაღ წესს. მათი მხრიდან მონდომება ნაკლებია. თუ დაინტერესება იქნება და შეჯიბრებებს პერმანენტული ხასიათი მიეცემა, შედეგი გვექნება, რადგან ამ შემთხვევაში მეტად მიეცემათ სტიმული, - ამბობს ლელა კორძაძე.
ქუთაისელი ახალგაზრდა ხუმრობით აღნიშნავს, რომ სპორტის შემთხვევაში აშკარად გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ კუთხით ბიჭები უფრო აქტიურობენ.
„რეალურად. ქუთაისს რომ შევხედოთ, არის სავარჯოში, საცურაო დარბაზები, რაც თანხასთან არის დაკავშირებული. თუ ახალგაზრდას თანხა არ აქვს, არც ეს ამართლებს, რადგან კარგი ამინდის შემთხვევაში შეუძლია პარკებსა და სკვერებში ირბინოს, ფეხბურთი ითამაშოს. სუფთა ჰაერზე გამოვიდნენ და შეჯიბრებები მოაწყონ. ქალაქის მერია და უნივერსიტეტი სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების კულტურას თუ დანერგავს, როოგრც ვაჟებს, ისე გოგონებს, შორის ეს უკეთესი იქნება. ყველაფერს მონდომება და შრომა სჭირდება. ბევრი ადამიანი ადვილად ყრის ფარ-ხმალ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს და არ უნდა დანებდეს,“ - ამბობს ლელა კორძაძე.



„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1844-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,

ამინდი