Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებული გეგმები შეიცვალა

თარიღი : 13-07-2020, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსის პანდემიის გამო, ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობისა და ელექტრომობილების გამოშვების გეგმები შეიცვალა-ამის შესახებ კომპანია “აი გრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ გულედანმა განაცხადა.

გულედანის თქმით, ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ
ჩინეთში ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, მხოლოდ 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მიიღეს.

გულედანი იმასაც ამბობს, რომ აუცილებელია ჩინელი ავტოინჟინრების საქართველოში ჩამოყვანა და ქართველი სპეციალისტების გადამზადება, რაც შეფერხებული ავიამიმოსვლის პირობებში ვერ ხერხდება.

“იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც საშუალებას მოგცემს განვაგრძოთ დაწყებული პროცესები, თუმცა ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრივ, არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, რომ დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები,”-ამბობს კახა გულედანი.

პროექტის მიხედვით, ელექტრომობილების ქარხანა ინდუსტრიული ჯგუფის -“აიგრუპის” პირველი ნაწილია, რომელმაც ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში 5 000 ავტომობილი უნდა გამოუშვას.


ნანახია: 97-ჯერ

მსგავსი სიახლეები