Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება,’-ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 13-07-2020, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ყოფილი მერი სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს.

“ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით.

დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.

მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება,”-აცხადებს თოფურიძე.


ნანახია: 83-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე მერის სტატუსით უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მოქმედმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც შვებულებიდან დღეს გამოვიდა,