სამტრედიაში, მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცს ეძებენ
თარიღი : 10-07-2020, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიაში, მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა მდინარეში მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.
დაკარგულის შვილის თქმით, მამა გუშინ მდინარე რიონზე დასაბანად წავიდა, იმის შემდეგ კი გაუჩინარდა. სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. სამუშაოებში ასევე იყენებენ საფრენ აპარატს და წყლის სკანერს.