Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რით დაეხმარება ქალბატონებს ზესტაფონის მერიის ახალი სერვისი-'ქალთა ოთახი'?

თარიღი : 9-07-2020, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის შენობაში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა. სრულიად განსხვავებული ღია სივრცის პრეზენტაცია სოფელ არგვეთაში შედგა, რომელსაც მეწარმე ქალბატონები ესწრებოდნენ.

ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის, მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო - საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში; გაზარდოს და წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს, მუნიციპალიტეტის, სოფლის კრებებში მონაწილეობა).

„ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი ვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას.
„ქალთა ოთახის“ საშუალებით მუნიციპალიტეტი საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით კი ქალებს და ბავშვებს) სთავაზობს როგორც საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე თავისუფალ სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.

„ქალთა ოთახის“ როგორც სერვისის, მომხმარებლები არიან:

ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);
მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.
კერძო სექტორი.

„ქალთა ოთახი“ განთავსებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე და მის ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ:
კომპიუტერით და ინტერნეტით;
ბიბლიოთეკით;
საბავშვო კუთხით;
სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;
საკონსულტაცი სერვისით.

ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ მიზნებია:
დაეხმაროს მუნიციპალიტეტს და მის თანამშრომლებს (მაგ . სოფლის რწმუნებულებს) გენდერული თანასწორობის პრინცეპების გააზრებასა და შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაში;
ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში:
უზრუნველყოს მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და ადგილობრივ სერვისებზე და პროგრამებზე, რომლებსაც საგრძნობლად შეუძლიათ შეცვალონ მათი ცხოვრების და კეთილდღეობის დონე ( მაგ. მიაწოდონ ინფორმაცია, ჯანდაცვის პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე და ა.შ);
გაზარდოს ქალების ( და ასწევე მამაკაცების) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის უფასო ინტერნეტის და ბიბლიოთეკის შეთავაზებით.
დაეხმაროს ქალებს მათი მოსაზრებების და პოზიციების ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიტანა - დაფიქსირებაში;
წაახალისოს ქალთა ინიციატივები, რომელიც მიმართულია ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებაზე;

მუნიციპალიტეტის დახმარებით განახორციელოს მცირე პროექტები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ არის მიმართული ( მაგ. ენის შემსწავლელი კურსები, ახალგაზრდა დედების კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ).


ნანახია: 76-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდმა "სოხუმმა" პრეზენტაცია „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით,

ამინდი