Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა იცვლება ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე?

თარიღი : 8-07-2020, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სტაროსელსკის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერად, პროექტის მიხედვით, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გვირაბის ფასადის მოწესრიგებაც იგეგმება.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან, ვიცე-მერთან დავით მაღრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემსრულებელი კომპანიისგან პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს.

სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 358 999 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით, შპს “Ceorgia build” ახორციელებს.


ნანახია: 79-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი