Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმში იმყოფებოდა

თარიღი : 5-07-2020, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმში იმყოფებოდა, სადაც რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახები დაათვალიერა.

„პრეზიდენტმა რაჩხას ჩანჩქერი დაათვალიერა, რომელიც სოფელ ისუნდერში მდებარეობს, წყალი მთიდან მოედინება და ცხენისწყალში ჩაედინება. სალომე ზურაბიშვილი ასევე ესტუმრა მურის ციხეს, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული. ამ ადგილიდან კარგად მოჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი დაათვალიერა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 94-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი