Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდა

თარიღი : 3-07-2020, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი, 19 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა.

ახალი მონაკვეთის გახსნის შედეგად, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

ქუთაისის შემოვლითი გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება და ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად გახდება ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი.

“ქუთაისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (E60) ერთ-ერთი მონაკვეთია. ეს არის ჩქაროსნული გზა და მნიშვნელოვანია ამ გზის პოტენციალის ბოლომდე გამოყენება.

ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე გაცალმხრივდა ისე, რომ ავტომანქანების ერთი მიმართულებით მოძრაობა კვლავ ქალაქის (ქუთაისის) გავლით ხდებოდა.
გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გზის ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რასაც 200 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

შემოვლიი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შეამცირებს მგზავრობის დროს.

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობას 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთზე ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ ასრულებს, ხოლო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ დაასრულა. ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით პირველად ახორციელებს.

2020 წლის ბოლოს, ქუთაისის შემოვლითი გზის სრულად დასრულების შემდეგ, მანძილი მცირდება 7 კმ-ით, ხოლო რაც შეეხება მგზავრობის დროს, იგივე მონაკვეთის გავლას 1 საათის ნაცვლად, 20-25 წუთი დასჭირდება,”-აცხადებენ ხელისუფლებაში.


ნანახია: 125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა.
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.