Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სიყვარულის ბაღში გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართება

თარიღი : 29-06-2020, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
ქუთაისში გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართება. “გიდები ქოლგებით”-ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!-აღნიშნული სლოგანით ქუთაისელი გიდები ქართველოს გიდების აქცია-ფლეშმობს შეუერთდებიან.

საქართველოს ტურისტული სეგმენტი, კერძოდ საქართველოს გიდები ეხმაურებიან უნგრელი კოლეგების მიერ, ფეისბუკის საშუალებით, სპონტანურად, დაგეგმილ ფლეშმობს, რომლებმაც გადაწყვიტეს ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბონ და ახალი კოვიდ-19-ს გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი, აქციით სიმბოლურად გამოაცოცხლონ, იგივეს მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს მთელს მსოფლიოში.

გამოწვევა მიიღეს ქართველმა გიდებმა და ერთდროულად, საქართველოს სამ დიდ ქალაქში თბილისში-რიყის პარკში, ბათუმში-პიაცას მოედანზე და ქუთაისში-ჩარდახის ბაღში, 12:00 ფერადი ქოლგებით შეიკრიბებიან და თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს, მონატრებულ მომსახურებას- გიდობას, გაუწევენ სრულიად უსასყიდლოდ.

"ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა, რომ ტურიზმში, ათასობით და ასიათასობით ადამიანია მხოლოდ საქართველოში დასაქმებული.

ტურიზმის შეჩერებამ, კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლების გარეშე და თან, სრულიად გაურკვეველი ვადით.

ტურიზმი და გიდები, როგორც ყველაზე აპოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები, მშვიდობიანი გამოსვლით, გააფერადებენ, მოისიყვარულებენ, აახმაურებენ ძველი ქალაქის ქუჩებს, უამრავ საინტერესო და აქამდე უცნობ ამბავს მოუყვებიან თანაქალაქელებს და საზაფხულოდ მათ ქალაქებში სტუმრად მყოფ ხალხს.

რატომ ქოლგები?! რადგან ნებისმიერ ამინდში, წვიმაშიც და მზეშიც, გიდები ენთუზიაზმით სავსე, მუშაობენ სტუმრებსითვის დაუვიწყარი შთაბეჭდლებების მოსახდენად, რატომ და- ქოლგა ზოგადად, გიდის მზრუნველობის სიმბოლოა, რატომ და -ფერადი ქოლგები, დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს, ვიზუალურადაც ძალიან გამოაცოცხლებს.

აქცია დაიგეგმა სხვადასხვა ტურისტული ასოციაციების და რეგიონების, ასევე ფრილანსერი გიდების ორგანიზებით,"-ნათქვამია ღონისძიების ანონსში.



ნანახია: 206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი
აქცია მიმდინარე წლის 19 მარტს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ამინდი