Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰპირდება 'ნაციონალური მოძრაობა' სტუდენტებს?

თარიღი : 29-06-2020, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში სტუდენტებს შეხვდნენ.

„ჩვენთვის განათლებასა და მეცნიერებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ექნება, რადგან მასზეა დამოკიდებული, ქვეყნის წარმატება, მოქალაქეთა კეთილდღეობა.

დღეს, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, საქართველოში, განათლებისა და დასაქმების სფეროში, ახალი შესაძლებლობები არ იქმნება. სახელმწიფო ახალგაზრდებს ვერ უზრუნველყოფს ვერც შესაბამისი კომპეტენციებით და ვერც თვითრეალიზაციის შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, ქუთაისიდანაც და ქვეყნიდანაც ნიჭიერი ადამიანების მასშტაბური გადინებაა.

შეხვედრისას ახალგაზრდებმა გამოკვეთეს საჭიროებები, რომელთაც ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ:

▪ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა;
▪ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა, ხელმისაწვდომი
სტუდენტური სესხების სისტემის შექმნა;
▪ ინკლუზიური განათლება;
▪ დაფინანსებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების
რაოდენობა და დაფინანსების ოდენობა;
▪ წარჩინებული სტუდენტების წახალისება, სტიპენდიები,
გაცვლითი საერთაშორისო პროგრამები, ანაზღაურებადი
სტაჟირება;
▪ უცხოეთში სწავლის დაფინანსების საგრანტო პროგრამები;
▪ განათლების ინტერნაციონალიზაცია.

ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი ყველა საკითხი, გამოწვევა თუ საჭიროება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება,"-აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".


ნანახია: 148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისის ახალ მერს გიორგი ჭიღვარიას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.
ვაშაძე ორი დღის განმავლობაში 'ნაციონალური მოძრაობის' პოლიტიკურ აქტივთან შეხვედრებს მართავდა.

ამინდი