Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა გელათის მონასტერთან ტურისტებისათვის?

თარიღი : 26-06-2020, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდა.

პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს, მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება, მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა.

ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლებს მომავალ თვეში გადასცემენ.

ამინდი