Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე: დანით შეიარაღებული პირი ‘ნაციონალური მოძრაობის’ ოფისში მისულ ადამიანებს ემუქრებოდა

თარიღი : 26-06-2020, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შიდა ქართლში მათი ოფისი მეოთხედ დაარბიეს, რაც "ქართული ოცნების" ხელწერას წარმოადგენს.

“ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა პირებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი. დანით შეიარაღებულმა პირი მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუჩენია და არ დაუსჯია დამნაშავე. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მომასწავებელი როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ეს ინციდენტი და სხვა მსგავსი ინციდენტები არის ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილი რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება". ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩვენებს და სამედიცინო დიაგნოზია იმის, რომ ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


ნანახია: 194-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ამინდი