Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში საბავშვო ბაღი აშენდება

თარიღი : 25-06-2020, 10:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიას საბავშვო ბაღი ექნება.

ერთი წლის წინ, სოფელში, სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა, სადაც აღსაზრდელებს მხოლოდ 09:00-დან 13:00 სთ-მდე შეეძლოთ ყოფნა. ეს ყველაფერი არ იძლეოდა სრულყოფილი სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას.

შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიიღებული, რომ სოფელ გედსამანიის საჯარო სკოლის პირველ სართულზე გამოუყენებულ ფართს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით, რაც აღსაზრდელებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

ასევე, ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ღორეშაში არსებულ საბავშვო ბაღს ემატება ერთი ჯგუფი.

"ყველაზე სასიხარულო ამ ფაქტებში კი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ჯგუფების დამატების საჭიროება აღსაზრდელთა კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია. ორივე პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტების განხორციელება, ადგილობრივ ბიუჯეტს 42 541 ლარი დაუჯდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა,"- აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 75-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19

ამინდი