Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოკრივე: ახალგაზრდების უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში ქუჩაში დგანან

თარიღი : 29-03-2014, 12:32 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„ჩემთვის სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია,“ - აცხადებს ქუთაისის, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი კრივში გიორგი ხარაბაძე, რომელიც რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
16 წლის გიორგი ხარაბაძე ქუთაისის #15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული წინასვლაც შეძლო. თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდება და აცხადებს, რომ მისი მიზანი პროფესიონალურ კრივში გადასვლა და იქ წინსვლის გაგრძელებაა.
„6 წელია სპორტის ამ სახეობით ვარ დაკავებული. მამაჩემი მოკრივე იყო და სურდა მეც კრივს გავყოლოდი. მე თვითონაც მომწონდა კრივი, თორემ არ გავყვებოდი.დედას მოსწონს კრივი, მაგრამ ცემის მომენტს ვერ იტანს. ბევრი ვარჯიშია საჭირო, რომ შემოტევებს გაუძლო. ხალხსაც იმიტომ მოსწონს კრივი, რომ საყურებელი და ვაჟკაცური სპორტია. მეც ამიტომ მომწონს. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთვის სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ცხოვრების სტიმულს მაძლევს. ცხოვრებაში სპორტსმენს მეტი პერსპექტივა აქვს. თუმცა ამას მეტი ვარჯიში და მონდომება სჭირდება,“- ამბობს გიორგი ხარაბაძე.
ქუთაისელი სპორტსმენი კრივისგან თავისუფალ დროს მეგობრებისა და საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტის, გიტარის გარემოცვაში ატარებს. ამბობს, რომ გიტარაზე დაკვრა მისი ჰობია და მეგობრები მის შესაძლებლობებს რინგის გარდა, ამ კუთხითაც აფასებენ. გიორგი ხარაბაძე სპორტის მიმართ ქუთაისელი ახალგაზრდების ინტერესის ნაკლებობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სპორტის რომელი სახეობით დაკავებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის გაყოლის ნაცვლად, ახალგაზრდების უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში ქუჩაში დგანან.
„ახალგაზრდები ქუჩაში დგანან. სახლში არ შედიან. არც წიგნს კითხულობენ და არც სპორტით არიან დაკავებული. საზღვარგარეთ ქუჩაში დგას ტრენაჟორები და ხალხი ვარჯიშობს. ხელისუფლებამ უნდა დააინტერესოს ახალგაზრდები შევიდნენ სპორტში. ჩემს თანატოლებს კი ვეტყოდი, რომ მეტი დრო დაუთმონ სპორტს ან სწავლით დაკავდნენ,“ - ამბობს გიორგი ხარაბაძე.


„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2071-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი სპორტსმენი ახალგაზრდებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის აყოლა ან ეზარებათ
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.

ამინდი