Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სუსმა ქუთაისში ქალაქის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომელი დააკავა

თარიღი : 24-06-2020, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისში, ქალაქის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომელი დააკავა. დაკავება ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

კულტურის ააიპის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკის, ბ. ხ.-ს დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელი. ვაჟა ჯუღელის თქმით, დაკავების შესახებ შემთხვევით შეიტყო, რადგან მისი მოადგილე შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. ვაჟა ჟუღელი აცხადებს, რომ დაკავების მიზეზი არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ წინა წლებში არსებულ თაღლითობის ფაქტს უკავშირდება.

დაკავებული მუზეუმში 2015 წლიდან მუშაობს, მას კარგ თანამშრომლად ახასიათებენ.

სუსში განამარტავენ, რომ დაკავება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოხდა.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა. გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,"- აცხადებენ სუსში.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
რა გახდა ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის და კულტურის განყოფილების უფროსების დაპირისპირების მიზეზი?
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიცია ვაკანტურია.

ამინდი