Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ

თარიღი : 23-06-2020, 21:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ინვალიდის ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა.

ეტლების გადაცემის პროცესში ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა მიხეილ სვანაძემ პირადად მიიღეს მონაწილეობა.

ეტლების ძირითადი ნაწილი მერიის შენობიდან გაიცა შშმ პირთა ოჯახის წევრებზე, ხოლო ვინც მერიის შენობაში მოსვლა ვერ შეძლო, მათ ინვალიდის ეტლეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს.

აღნიშნულ პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ კურირებს, რომელსაც ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაცია „ელ-დი-ეს Charities“ თანამონაწილეობით საქართველოში სხვა მრავალი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს წინასწარ აუღეს ზომები, ეტლის მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. ყველა ეტლი, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ შშმ პირებს გადაეცათ, აკმაყოფილებს ეტლის სწორად მორგების ძირითად პრინციპებს.


ნანახია: 71-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებზე უსასყიდლოდ 58 ეტლი გაიცა.
ეტლები ამჯერად სოფელ ალისუბანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს დაურიგდათ.
როგორც ლაშა ელბაქიძე აცხადებს, 'რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის' ხელმძღვანელობის სურვილია, ბევრი გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ უმოკლეს ვადაში იმერეთის რეგიონიდან პირველმა
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.
ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამინდი