Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი სამუშაო საათებში თანამშრომლებს ყანებს ათოხნინებს?

თარიღი : 22-06-2020, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის თქმით, ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის ხელმღვანელი სამუშაო საათებში საკუთარი და მეგობრების ყანებს ათოხნინებს.

„ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორმა თეიმურაზ ფურცელაძემ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. შარშან და წელს თავისი ყანები დაამუშავებინა თანამშრომლებს, დღეს კი ნაცნობ-მეგობრებს ეხმარება; კერძოდ, ზარანში ლალი კიკნაძის ყანა ითოხნება.

დღეს სამუშაო დღეა. თანამშრომლები თავიანთი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, დასუფთავების სპეციალური და უაზის ტიპის ავტომანქანებით ჰყავს გაშვებული თავისი ახლობლის ყანების გასათოხნად,"-ამბობს ავალიშვილი.

„თორნიკე ავალიშვილმა რაც უნდა, ის გამოაქვეყნოს. ახლა მტვირთავებისთვის სამუშაო საათები არ არის. ისინი მუშაობას საღამოს ექვს საათზე დაიწყებენ. მანამდე კი სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე იქნებიან,"-ამბობს თეიმურაზ ფურცელაძე.


ნანახია: 116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიპაშვილის თანამდებობიდან მოხსნა საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა. მისი თქმით, სამსახურის უფროსი მასთან ნასვამ
ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის მიერ ხარაგაულის
საჩუქარი კომპანიის 10-მა თანამშრომელმა მიიღო.

ამინდი