Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიკოთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა

თარიღი : 22-06-2020, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 2 ახალი გვირაბი გაიჭრა.

ახალი, გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. საერთო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გასულ თვეს, ხევის-უბისას მონაკვეთზე სოფ.ხევთან პირველი 180 მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი.


ნანახია: 145-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი