Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კრიტიკული დარღვევების გამო, იმერეთში ავტომაგისტრალზე მდებარე 11 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თარიღი : 22-06-2020, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციებს გასცემენ, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.
https://i.postimg.cc/Cx2cZNk3/kveba12.jpg
ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლი იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში განხორციელდა. 11 ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, სხვადასხვა დარღვევისთვის - 22 დაჯარიმდა.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
მიმდინარე თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება მეორედ ტარდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა 31 ობიექტში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელ და სადისტრიბუციო ობიექტებზე, მათ შორის საბავშვო ბაღების სასადილოებსა და სკოლების
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა.

ამინდი