Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი?

თარიღი : 22-06-2020, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების მერები. ცნობისათვის, საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქია - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი.

ქუთაისს ამ დროისთვის მერი არ ჰყავს, გიორგი ჭიღვარია 2020 წლის აპრილში გადადგა. ამ დროისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილია, რომელსაც მანამდე მერის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

დავით ერემეიშვილის ფლობს თბილისში 2013 წელს 26 650 დოლარად შეძენილ 39,81 კვადრატულ მეტრს ბინაში 25%-ს. ასევე ის ფლობს 168 კვადრატულ მეტრს მიწის ნაკვეთს ქუთაისში, 152 კვადრატულ მეტრ ბინას ქუთაისში, რომლის „გაცვლაშიც“ 5 ათასი დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი VW JETTA, 2011 წლის გამოშვების, რომელიც 2017 წელს 4 200 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს, მათი მერების ქონება ამგვარად გამოიყურება:

თბილისი - დედაქალაქის მერის კახა კალაძის 2020 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვთ, თბილისის მერის საკუთრებაშია:

თბილისი - დედაქალაქის მერის კახა კალაძის 2020 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვთ, თბილისის მერის საკუთრებაშია:

მშენებარე, 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, რომელშიც 2013 წელს 500 000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სამი ავტოსადგომი, ასევე 258,54 კვ.მ სახლი, რომელშიც 2018 წელს 928 414 ლარი გადაიხადა. იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა, კერძოდ, 203,04 კვ.მ ფართობის, რომელშიც 774 875 ლარი აქვს გადაიხდილი. კახა კალაძის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზეც, რომლის ჯამური ღირებულება 14 000 აშშ დოლარია. ორი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელშიც 2017 წელს 160 000 აშშ დოლარი გადაიხადა. 2006 წელს აქვს შეძენილი კიდევ ერთი ბინა ვაკეში, რომლის ღირებულებაც 71 280 ლარია.

კალაძის საკუთრებაშია, ასევე: სახლი სამტრედიაში, ორი აგარაკი წყნეთში, 396 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, სამი მიწის ნაკვეთი წყნეთში, ავტოფარეხი თბილისში, ბურძგლას ქუჩის მიმდებარედ, ორი ბინა უკრაინაში და ორი არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.

ასევე თბილისის მერს ეკუთვნის: მსუბუქი ავტომობილები: FIAT 500 ABARTH, TOYOTA CAMRY და BRABUS ULTIMATE 125. ამასთან, მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON VR1, მოტოსატრანსპორტო -HARLEY-DAVIDSON, მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON.

ბათუმი -
ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, ქონებრივი დეკლარაცია 2019 წელის 25 ოქტომბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 2011 წელს შეძენილი 70,27 კვ.მ ფართის ბინა ბათუმში, რომლის ღრიებულება 32 000 აშშ დოლარია, ასევე ბ.მ. ამხანაგობა ,,ახალი ერ–86" საერთო კრების გადაწყვეტილებით გადაეცა 73,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ამავე მისამართზე.

რუსთავი - ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წელის 29 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი გორის რაიონში, რაშიც ჯამში 2000 ლარი აქვს გადახდილი. ასევე ბინა, რომელიც ჩუქებით გადაეცა, თუმცა მისამართი მითითებული არ არის. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გორში.

ფოთი - ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წილს 30 იანვარს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გოჩა კურდღელიას საკუთრებაშია - 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ფოთში, რომელშიც 30 000 ლარი გადაიხადა; 601 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფოთში, რომლის ღრებულება 25 000 ლარია; 152,1 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 25000 ლარად აქვს შეძენილი. ასევე, 100000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შინდისში, რომელიც 2008 წელს 320 842 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, ფოთოს მერის საკუთრებაშია 68,1 კვ.მ კომერციული ფართი და 3349 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფოთში.

დეკლარაციის მიხედვით, გოჩა კულდღელიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები: Toyota Land Cruiser 200, რომელშიც 77 000 დოლარი აქვს გადახდილი და Lexus NX300 - რომლის ღირებულება 123 357 ლარია.


ნანახია: 216-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ შეავსო.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის მერის
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის ვიცე-მერის,
ელგუჯა გოცირიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, 212.14 კვ. მეტრის

ამინდი