Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ქუთაისელი ქალბატონი, რომლის აღმოჩენა სახლის დალაგებისა და თავის მოვლის პროცესს გაგიმარტივებთ

თარიღი : 21-06-2020, 23:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიასახლისების უმრავლესობისათვის სახლის დალაგება შრომატევადთან ერთად რთული პროცესია იმ კუთხით, რომ დასუთავების მიზნით გვიწევს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების შემცველი სითხის თუ ფხვნილის გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობს გზა, რომლის საშუალებით შესაძლოა სახლის დალაგების პროცესი ნაკლებად დამღლელი და უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს.

ეკატერინე არსენიძე ერთ-ერთია, ვინც დიდხანს ეძებდა სახლისა თუ თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომელიც შხამქიმიკატებისაგან თავისუფალი იქნებოდა და როგორც მისი, ისე ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

"ვარ დედა, დიასახლისი, მყავს ორი შვილი. ბუნებრივია, სახლი სულ წესრიგში უნდა იყოს და წესრიგში უნდა იყო შენც, თუმცა სახლის ყოველი დასუფთავების შემდეგ, თავს მუდმივად შეუძლოდ ვგრნობდი, ფხვნილები და საწმენდი სითხეები ალერგიას მაძლევდა. მათი სუნი სახლის დალაგების დროს ცუდად მოქმედებდა ჩემს შვილებზეც, ამიტომ, სოციალურ ქსელში, ახლობლებთან მოკითხვით დავიწყე ძიება, ხომ არ არსებობდა სახლის დალაგებისა და თავის მოვლის ალტერნატიული საშუალებები. ამგვარი ძიების შედეგად ვიპოვე "გრინვეი". საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა სარეცხი, საწმენდი თუ თავის მოვლის საშუალება და როდესაც დავრწმუნდი მათ უსაფრთხოებაში, გავხდი კომპანიის წარმომადგენელი და უკვე თამამად გადავედი ჩემი ახლობლებისა და მეგობრებისათვის რჩევების მიცემაზე,"- ამბობს ეკატერინე არსენიძე.

ეკატერინე არსენიძის თქმით, მის მიერ აღმოჩენილი პროდუქტები შხამქიმიკატებისგან თავისუფალია და სურს რაც შეიძლება მეტი ოჯახი ცხოვრობდეს მის გვერდით, რომელიც უარს იტყვის მათ სახლებში შხამქიმიკატების შეტანაზე.
https://i.postimg.cc/MKZV6x2r/1581-A3-C1-6304-45-FB-912-C-FCCEBD4-B9-AEC.jpg
"იცით, რომ საშინლად გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი და ამ საშინელმა დაავადებებმა არ იცის ასაკი. პირველ რიგში, ჩემი მიზანი იყო, რომ შხამქიმიკატებისგან დამეცვა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები. მე ვიცი ბევრი დედა, რომელიც სახლის დალაგების დროს, შვილს გარეთ უშვებს, რათა შვილი მოწამლვისგან დაიცვას. ვიცი ბევრი დიასახლისი, რომელიც სახლის დალაგების დროს იმდენად ცუდად გახდა, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. ამიტომ, მინდა ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მივაწვდინო ხმა და ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მაგალითად, სამზარეულოს დასალაგებლად არ არის საჭირო უამრავი ფხვნილი და სითხე: საჭიროა ერთი ტილო, რომელიც თქვენი ნამდვილი მეგობარი გახდება. არც აბაზანისთვის გჭირდებათ მომწამვლელი ქლორების ნაირსახეობა. აქაც ერთი ჯადოსნური ტილოს საშუალებით მარტივად გაწმენდთ როგორც საშხაპეს, ისე კედლებს, და ჟანგს ამოიყვანთ კედლის ნებისმიერი წერტილიდან. არც ავეჯის მტვრისგან გასუფთავება წარმოადგენს პრობლემას. შეგიძლიათ ავეჯი მშრალი ტილოთი გაასუფთაოთ ყოველგვარი ხსნარის გარეშე, ხოლო სადაც ავეჯის საწმენდ ტილოს შეინახავთ, იქ 20 მეტრის რადიუსში მტვერი არ გაჩნდება,"- ამბობს ეკატერინე არსენიძე.

მისივე თქმით, თითოეულ ნივთზე მოქმედებს რამდენიმეწლიანი გარანტია.

"განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ნივთები არ არის ერთჯერადი. კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, თუმცა შესაძლებელია ბაზრიდან სახლში მოტანილი ხილისა და ბოსტნეულის შხამქიმიკატებისგან გათავისუფლება ვერცხლის იონების საშუალებით და ამის შემდეგ მირთმევა. სახლის დასუფთავების საშუალებების გარდა, "გრინვეიში" ვიპოვე თავის მოვლის საშუალებებიც. მაგალითად, კოსმეტიკური ხელსახოცი, რომელსაც სახიდან ამოყავს ინფექცია და გამოიყენება მაკიაჟის მოსაშორებლად. არის სხვადასხვა ჩაი, რომელიც გვეხმარება ფორმაში ყოფნაში. პირადად ჩემთვის, საქმე ნამდვილად გამარტივდა, ამიტომ, მინდა ყველას, ვისაც სახლის დალაგება-დასუფთავება თუ თავის მოვლა რთულ და უსიამოვნო პროცესად მიაჩნია, ვურჩიო რომ ერთხელ მაინც,, თუნდაც ინტერესის გამო სცადონ ჩემი მეთოდები და დაიცვან ოჯახები მომწამვლელი ნივთიერებიბისგან,"-ამბობს ეკატერინე არსენიძე.


ნანახია: 2895-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავეჯის სახლი სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელგია, ჩინეთი, დუბაი, თურქეთი) ჩამოტანილი ავეჯით მარაგდება, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით,
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მცხოვრები ჯანგავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ამინდი