Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა, ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება,’-რას წერდა აკაკი წერეთელი ჭიათურის შესახებ?

თარიღი : 21-06-2020, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
21 ივნისი დიდი ქართველი მწერლის აკაკი წერეთლის დაბადების დღეა. დღეს მწერლის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა.

1872 წელს, აკაკის უშუალო თხოვნით, ჭიათურის საბადო შეისწავლა მისმა ახლო მეგობარმა, გეოლოგმა სპირიდონ სიმონოვიჩმა. მისი მოხსენების საფუძველზე, კავკასიის სამთო სამმართველომ ჭიათურაში მოავლინა სხვა სპეციალისტებიც, რომლებმაც საბადო დეტალურად შეისწავლეს და შედეგებიც გამოაქვეყნეს.

უცხოელების დაინტერესების მიზნით წერეთელმა სიმონოვიჩთან ერთად ჭიათურის საბადოს შესახებ ბროშურა შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულსა და რუსულ ენებზე. მადნის მოპოვება, მისი ხელსაყრელი ბუნებრივი განლაგების გამო, შესაძლებელი იყო რთული ტექნიკის გარეშე. 1879 წელს მადნის მოპოვების დაწყებამ განაპირობა ჭიათურის სახელით ცნობილი დასახლების აშენება, რომელიც მრეწველობის ამ დარგის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, ქალაქად კი მხოლოდ 1921 წელს გამოცხადდა. შეიძლება ითქვას, რომ მადნის მოპოვების ისტორია თვით ქალაქის ისტორიაცაა.

„იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა, ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება", - წერდა აკაკი.

აკაკი წერეთლის სახელს ატარებს ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სადაც მგოსნის საპატივსაცემოდ არაერთი ღონისძიება და სპექტაკლი დადგმულა.


ნანახია: 742-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წელს 175 წელი შესრულდა აკაკის დაბადებიდან.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
წარმოდგენილი იქნება ანტონ ჩეხოვის პიესა –'ალუბლის ბაღი'.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მწერლის იოსებ ჭუმბურიძის წიგნის, „ჩანაწერების კრებული“

ამინდი