Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰყვებიან სოფელ ჭყეპში არსებულ უძველეს სალოცავზე, რომლის აღდგენა 7 წლის განმავლობაში, მოსახლეობის შემოწირულობებით ხდებოდა

თარიღი : 19-06-2020, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ტყიბულის სოფელ ჭყეპში უძველესი ტაძარი აღდგა.

აღდგენილი ტაძარი ტყიბული-თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) აკურთხა.

„მაღალოურის“ ახლადაღდგენილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი,
მცირე ზომის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია უძველესი სალოცავის კედლის ნარჩენებზე აშენდა, რომელიც, სავარაუდოდ, VIII-X საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნებოდა. 2013 წლიდან დაწყებული, 7 წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მისი აღდგენის პროცესი, რაც მთლიანად შემოწირულობების ხარჯზე მოხდა.

განსაკუთრებული წვლილი ბაკურაძეების უბანს მიუძღვის, რომელთა გვარის სალოცავად მოიხსენიებოდა იგი წლების განმავლობაში. თუმცა, როგორც ფინანასური, ისე ფიზიკური თანამონაწილეობა ამ საღვთო საქმეში არაერთმა ადამიანმა მიიღო. მისი უშუალოდ აღმშენებელი კი - ადგილობრივი მცხოვრები, ავთანდილ ჭიქაბერიძეა.

ახლადაღდგენილი ტაძრის მღვდელთმსახური, მამა ნიკოლოზი (ქათამაძე), საინტერესო ამბავს გვიამბობს: ნატაძრალის ეზოში, სხვა მცირე ზომის მცენარეებთან ერთად, ხურმის ხე ყოფილა აღმოცენებული, რომლის ტოტების განლაგებაც ჯვრის ფორმას გამოსახავდა. ეს კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო ადგილობრივთათვის, რომ ისტორიულ სალოცავს ახალი სიცოცხლე შეეძინა. ისიც საოცარი ფაქტია, რომ აღდგენის ერთ-ერთ ინიციატორს, ბაკურაძეების უბნის მცხოვრებს, იზოლდა ბაკურაძეს, ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონია და თურმე მას შემდეგ ოცნებად ექცა სალოცავის გაცოცხლება”.

სოფელ ჭყეპის მოსახლეობა 100-მდე ოჯახს შეადგენს. სოფელი ზემო და ქვემო დასახლებებად იყოფა, სადაც ზამთრის სეზონზე, ადგილზე მხოლოდ 20-22 ოჯახი რჩება.

სოფელში სამი სალოცავია - ორი წმინდა გიორგის და ერთი მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.

“ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი”


ნანახია: 238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.
ქუთაის- გაენათის ეპარქიას კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა.
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი
ტაძრის კურთხევის საზეიმო ლოცვები ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა აღავლინა.

ამინდი