Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

8 სასარგებლო პროდუქტი, რომელთა ყოველდღიურად მიღება დაგვიცავს კიბოსაგან

თარიღი : 14-06-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ვაშლი - შეიცავს პოლიფენოლებს, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
პოლიფენოლები მცენარეული ნაერთებია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ანთების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ინფექციების თავიდან აცილებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაშლში არსებულ პოლიფენოლ ფლორეტინს გაჩნია სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ზრდის ინჰიბირების უნარი, თუმცა არ მოქმედებს ნორმალურ უჯრედებზე.

ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო შეიცავს სულფორაფანს - კიბოს საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეულ ნაერთს. არსებული მონაცემების თანახმად, სულფორაფანი ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ახდენს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის უჯრედების აპოპტოზს.

ამას გარდა გენისტეინთან ერთად (სოიოში არსებული ნაერთი) სულფორაფანი  სარძევე ჯირკვლის კიბოს შეთხვევაში ამცირებს სიმსივნის განვითარებასა და ზომას.

სტაფილო - დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც განსაზღვრავს მის ფერს. დადგენილია, რომ ბეტა-კაროტინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის შენარჩუნებაში და გარკვეული სახის კიბოს განვითარებას უშლის ხელს.

თევზის ქონი - ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ  ცხიმიან თევზს ან თევზის
ქონს, 53%-ით ნაკლებად ავადობენ კოლორექტალური კიბოთი, რაშიც მეცნიერები ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებით როლს ხედავენ. ეს უკანასკნელი ორგანიზმში ანთების პროცესის ინჰიბირებას ახდენს.

ნიგოზს- ანტიკანცეროგენული ეფექტი გააჩნია მასში ნივთიერება პედუნკულაგინის შემცველების ხარჯზე, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება უროლიტინებად. უროლიტინები ნაერთებია, რომელიც უკავშირდებიან ესტროგენების რეცეპტორებს და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას უშლიან ხელს.

პარკოსნები - ლობიო, ბარდა, ოსპი ბევრ უჯრედისს შეიცავს, რაც ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას აქვეითებს.

ამას გარდა, არსებობს მონაცემები, რომ ქალებს, რომელთა ყოველდღიური რაციონი შეიცავს უჯრედისს, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი დაქვეითებული აქვთ.

ყავა - 25%-ით ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს.

პომიდვრის საწებელი, პომიდვრის წვენი და მოხარშული პომიდვრის სხვა პროდუქტები წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ეფექტური პროფილაქტიკაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი პომიდორში მძლავრი ანტიოქსიდანტის ლიკოპინის შემცველობაა. ის აქვეითებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რომელიც ორგანიზმის უჯრდებში გენეტიკური მასალას აზიანებს, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.


ნანახია: 630-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
დამტკიცდა, რომ რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება, თუ ქალი წელიწადში 6-ჯერ იღებავს თმას. კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება თმის
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოდექსი:
შამპუნს კვირაში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ მის შემადგენლობას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, რადგან ეს პროდუქტი ხშირად

ამინდი