Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გვიწევს ამ რთული გადაწყვეტილების მიღება,’-ქუთაისში, ‘პრესის სახლი’ მუშაობას წყვეტს

თარიღი : 12-06-2020, 09:10 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული “პრესის სახლი”, რომელიც წვეულებებისა და დაბადების დღის ღონისძიებებს მასპინძლობდა, მუშაობის განახლებას ვერ ახერხებს.

როგორც “პრესის სახლში” აცხადებენ, მუშაობის გაგრძელების საშუალებას მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ აძლევთ.

“მიმდინარე მოვლენების ფონზე არსებული აკრძალვების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევწყვიტოთ ფუნქციონირება.

მოგეხსენებათ, პრესის სახლი საღამოს წვეულებების ადგილი იყო. ჩვენთან აღნიშნავდნენ იუბილეს, ზეიმობდნენ დღესასწაულებს და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებს. ყოველ საღამოს სცენა ეთმობოდა ცოცხალი მუსიკის შემსრულებლებს, ბენდებს და მომღერლებს. ცეკვა და გართობა გრძელდებოდა გვიან ღამემდე.

დღევანდელი რეგულაციების პირობებში, სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი არ არის თავსებადი ვირუსის პრევენციის ნორმებთან. გვეკრძალება ხალხმრავალი წვეულებები და ცეკვა. არ არის დასაშვები სცენაზე იდგეს მუსიკალური ბენდი, ოფიციალურად აკრძალულია იუბილესა და მსგავსი ზეიმების აღნიშვნა და დაწესებულია ფულადი ჯარიმები დამრღვევთათვის. შესაბამისად გვიწევს ამ რთული გადაწყვეტილების მიღება.

იმედი გვაქვს, რომ მალე ჩაივლის რთული პერიოდი, სამუდამოდ დავემშვიდობებით პირბადეს და დისტანციურ ურთიერთობებს და ისევ შევხვდებით ჩვეულ გარემოში ერთმანეთს. მანამდე კი გიზიარებთ ჩვენი არსებობის სულ რაღაც 2 თვის მანძილზე დაგროვილ საუკეთესო მომენტებს. გისურვებთ ბედნიერ მომავალს,”-აცხადებენ “პრესის სახლში”.


ნანახია: 846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუსთაველის გამზირზე, პრესის სახლის წინ, ქვეითთა გადასასვლელის მოწყობას მოსახლეობა ითხოვს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისის პრესის სახლის გასხვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ხუთსართულიანი შენობის მესამე სართულზე ცეცხლი მდივანს გაუჩნდა და დაიწვა.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
როგორც ხონის მერი ლადო ჯურხაძე აცხადებს, ფაქტის შესახებ ინფორმაცია პრესის მეშვეობით შეიტყო. როგორც მან განაცხადა, ოფიციალურად

ამინდი