Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში, აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილეს კონკურსს უძღვნიან

თარიღი : 11-06-2020, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აკაკი წერეთლის დაბადების 180 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, აცხადებს დეკლამატორთა ონლაინ კონკურსს- „სიმები ჩვენ ვართ ყველაო“.

კონკურსის მიზანია მოზარდებში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, აკაკი წერეთლის შემოქმედების პოპულარიზაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ აკაკი წერეთლის ნაწარმოების(ლექსი, პოემა, იგავ-არაკი, მოთხრობა) ვიდეო ვერსია, არაუმეტეს5 წუთისა(სურვილის შემთხვევაში მუსიკალური გაფორმებით).

ყურადღება გამახვილდება :

• მხატვრული კითხვის ოსტატობა,

• ინსცენირება და სამსახიობო უნარ- ჩვევები,

• მინი-კოლაჟი ეპიზოდის გაცოცხლება,

• მეტყველების კულტურა

საკონკურსო ვიდეოს გამოგზავნა შესაძლებელია 9 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.

საკონკურსო ნაწარმოები (სახელი, გვარი, ასაკი და სკოლა) უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: sachkherepoetebissavane@gmail.com

ორგანიზატორი ადგენს კონკურსის დებულებას, წესებს, ირჩევს ჟიურის, განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების დროს.

ორგანიზატორი განიხილავს და აგვარებს კონკურსის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ყველა სადაო საკითხს.

მონაწილეების მიერ გამოგზავნილი ვიდეოები აიტვირთება ფეისბუქ გვერდზე„საჩხერის ახალგაზრდობა“, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. „მოწონების“ (Like) საშუალებით ნებისმიერი პირისთვის ხმის მიცემა.

კონკურსს ეყოლება გამარჯვებული ორ ასაკობრივ კატეგორიაში 6-დან 12 წლის ჩათვლით -უმცროსი ასაკი, 13-დან 18 წლის ჩათვლით- უფროსი ასაკი.

ფეისბუქ გამოკითხვით გამოვლინდება ორი გამარჯვებული ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

კონკურსს ეყოლება ჟიურის რჩეული სამეულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. საუკეთესო ვიდეო ჩანაწერები აიტვირთება you tube არხზე-“საჩხერე- პოეტების სავანე“.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 577 977610, 599 999 163.


ნანახია: 407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამორჩეული ბავშვებისათვის
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.
საუკეთესო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით.
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.

ამინდი