Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიამ ქუთაისში, პოლიციის შენობას ცერცვი შეაყარა

თარიღი : 11-06-2020, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში მორიგი აქცია-პერფორმანსი გამართა. წულაიამ საპოლიციო სისტემის უფუნქციობა გააპროტესტა და ქუთაისში არსებულ პოლიციის N2 განყოფილებას პროტესტის ნიშნად ცერცვი შეაყარა.

წულაიას თქმით, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა ფაქტზე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისის მერიის აივანზე 10-მდე პირი სოციალური დისტანციის დარღვევით იმყოფებოდა. წულაია მოქალაქეევს მოუწოდებს, არ გადაიხადონ კარანტინის დროს გამოწერილი ჯარიმები.

"ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვენენ მერიის თანამშრომლები შეკრებილი, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა. ამათზეა ნათქვამი, "შეაყარე კედელს ცერცვი", ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე. მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ თხოვს,“- ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ გამართა.
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ოპოზიცია აანონსებს.

ამინდი